„ლევან ყიფიანი არაპროფესიონალი და არაკომპეტენტურია, ასეთი მინისტრი არ უნდა გვყავდეს“

საქართველოს დამსახურებულმა მძლეოსნებმა – „მძლეოსნობის განვითარების კავშირის“ პრეზიდენტმა ბესო გოცირიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა დავით ჯარაშნელმა და გენერალურმა მდივანმა თამარ შანიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის უფუნქციობასა და მძლეოსნობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. სპორტსმენების განმარტებით, მათ რამდენჯერმე სცადეს ყიფიანამდე მიეტანათ მძლეოსნობის პრობლემები, ესაუბრათ მასთან ამ სფეროში წარუმატებლობასა და გაყალბებული არჩევნებით მოსულ პრეზიდენტზე, ალექსი ახვლედიანზე, თუმცა, მძლეოსნების თქმით, მათ მინისტრთან შეხვედრა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს და მაშინაც მისგან მხოლოდ დაპირება მიიღეს. მინისტრი სპორტსმენებს საკითხის გულდასმით შესწავლას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით, მათი თქმით, მათთან საუბარიც და ნაცნობობაც კი უარყო. მძლეოსნებმა ყიფიანის „ნაცზონდერ“ ალექსი ახვლედიანთან შესაძლო გარიგებაზეც ისაუბრეს.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ ყიფიანი გარიგებაში იყოს შესული ყოფილ პოლიციელთან, „ნაცზონდერთან“ და დღეს გაყალბებული არჩევნებით დანიშნულ მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან ალექსი ახვლედიანთან. ყიფიანი საერთოდ არაფერს აკეთებს. მეუბნება, რომ ფედერაციის საქმეში ვერ ჩაერევა. მაშინ რაში გვჭირდება ჩვენ მინისტრი? თუ ფულს არ იღებს მისგან ყიფიანი, ან რაიმე პირადი დაინტერესება არა აქვს, რატომ მფარველობს კაცს, რომელიც თავისი საქმიანობით მას არავითარ შედეგს არ აძლევს?“- განაცხადა დავით ჯარაშნელმა.
სპორტის მინისტრი დამსახურებულმა სპორტსმენმა, საქართველოს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, საქართველოს რეკორდსმენმა თამარ შანიძემ არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. „ყიფიანი არის არაპროფესიონალი, არაკომპეტენრური და ასეთი მინისტრი არ უნდა გვყავდეს. მინისტრი უნდა იყოს ისეთი ,რომ სპორტში რამეს აკეთებდეს“,- განაცხადა თამარ შანიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები