გლდანში აფეთქებული ბინა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ეკუთვნოდა

გლდანში აფეთქებული ბინა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ეკუთვნოდა, – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს: “აღდგომა დღეს დილის ცხრის ნახევარზე რომ დაგირეკავენ, შენი სახლი აფეთქდაო… ბინა დაგირავებული მქონდა. მოგირავნემ შეარემონტა და გააქირავა. ვინც ბინაში ცხოვრობდა, მძიმედაა. ქვედა სართულზე კი 65 წლის ქალი დაიღუპა. სინკარი დაეცა. ბინას აღარც იატაკი აქვს, აღარც ჭერი და ერთი კედელიც აღარ არსებობს. სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა”, – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
აფეთქება გლდანში დღეს გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები