საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება

  საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება და 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2014 წელს მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online@naec.ge). ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, მან ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური. ცენტრის ინფორმაციით, 2014 წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მაგისტრანტობის მსურველები მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ტესტურ დავალებებს შეასრულებენ. სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება.
რეგისტრაცია 21 მარტის 18:00 საათამდე გასტანს. ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. 11 მარტს 15:00 საათზე, მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღეზე მისულ ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები