საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნები დაასახელა – სიაში არის საქართველოც

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2026 წლისთვის აფრიკის ეკონომიკის დინამიურ ზრდის ტემპებს პროგნოზირებს.

“ევროპულ ქვეყნებს შორის სიაში ირლანდია მოხვდა (+9.1% ფარმაცევტული ექსპორტის ზრდის გამო). მეზობელ ქვეყნებს შორის კი ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და საქართველო”,- წერს აზერბაიჯანის მედია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიშის თანახმად, სამხრეთ სუდანი 2025 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში ლიდერობს (+24.3%), რაც ნავთობის სექტორის აღდგენით არის განპირობებული.

ლიბია მეორე ადგილზეა 15.6%-იანი ზრდით, რაც ასევე ნავთობის ექსპორტის ზრდით არის გამოწვეული.

გაიანა მესამე ადგილზეა 10.3%-იანი მოსალოდნელი ზრდით, რაც ასევე მიღწევაა ნახშირწყალბადების ინდუსტრიაში.

სიაში ასევე შედიან ეთიოპია, რუანდა, ბენინი, ნიგერი, კოტ-დ’ივუარი, ზიმბაბვე, სენეგალი და სხვა აფრიკული ქვეყნები.

როგორც საერთაშორისი მედია აღნიშნავს, ეს პროგნოზები ხაზს უსვამს აფრიკის კონტინენტის უზარმაზარ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელსაც მხარს უჭერს ბუნებრივი რესურსები და სტრატეგიული ინვესტიციები, მაგრამ ასევე შეიცავს გარკვეულ რისკებს – როგორც მაკროეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები