“ნებისმიერ კრიმინალურ დანაშაულს აქვს საბოლოოდ ერთი შედეგი, ეს არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება” – იონათამიშვილი
“ნებისმიერ კრიმინალურ დანაშაულს აქვს საბოლოოდ ერთი შედეგი, ეს არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.
ის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის დახურვას გამოეხმაურა.
„ნებისმიერ კრიმინალურ დანაშაულს აქვს საბოლოო ჯამში ერთი შედეგი, ეს არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადების პერიფრაზი რომ მოვახდინო, სახელმწიფოს აქვს ყველა შესაბამისი შესაძლებლობაც, საშუალებაც და ნებაც, რომ ნებისმიერი საქმე გახსნას და ჩავყვეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი კრიმინალური საქმე, რომელსაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები არ გამოიძიებენ, არ მიიყვანენ ბოლომდე.
ამ კონკრეტულ საქმეს სხვა მნიშვნელობაც აქვს, ნებისმიერი ადამიანი კარგად დაფიქრდეს სანამ განიზრახავს იმას, რომ საქართველოში რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სამოხელეო დანაშაული, კორუფციული დანაშაული, დაკვეთილი მკვლელობა თუ ა.შ. ჩვენი სამართალდამცველები ყოველთვის იმოქმედებენ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით, ეფექტურად, მართლაც ნებისმიერ დანაშაულს ჩავყვებით და ნებისმიერი საქმე იქნება გახსნილი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.