,,ენერგო-პრო ჯორჯია“: რკინიგზას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება
,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, რკინიგზას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.
მათივე ცნობით,
,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა რკინიგზას ელექტროენერგია სრულად მიაწოდა, შესაბამისად მატარებლების გადაადგილება შეუფერხებლად გრძელდება.
დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია. ამ წუთებში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე.
განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში.
ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება”,- წერია ინფორმაციაში.