მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ გვირაბის ერთ მხარეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით. შესაბამისად, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდიდან ევროპის მოედნისკენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები