ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს პროკურატურა გამოიძიებს

  ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს პროკურატურა გამოიძიებს. 4 მარტს გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეცა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გამოძიებას თავდაპირველად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებდა, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეს საოლქო პროკურატურა შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები