პრეზიდენტის სტიპენდიას სახელმწიფო სტიპენდია დაერქმევა

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებისთვის პრეზიდენტის სტიპენდიას სახელმწიფო სტიპენდია დაერქმევა. 2008 წლიდან სტიპენდია არა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან გაიცემოდა.
“გიორგი მარგველაშვილმა, განათლების მინისტრობის პერიოდში, სტუდენტური სტიპენდიების პროგრამის მასშტაბები გაზარდა. პროგრამა 2012 წლის ბოლოს გადაიხედა და 2013 წლისათვის გაორმაგებული ბიუჯეტითა და განახლებული სახელწოდებით ამუშავდა. დღეისთვის პროგრამა ორჯერ მეტ სტუდენტს ეხება. ამავე პერიოდშივე მოხდა სხვა პროგრამების შინაარსის, ბიუჯეტისა და სახელწოდებების გადახედვაც, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ პროგრამების მაქსიმალური ეფექტურობა. აგრეთვე დავიწყეთ სრულიად ახალი პროგრამები, რომლის პირდაპირი ბენეფიციარებიც ჩვენი სტუდენტები არიან.
რაც შეეხება 2007 წლის პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელებულ პროგრამას, მას დაერქვა პრეზიდენტის სტიპენდია და ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო დაფინანსება. 2008 წლიდან სარეზერვო ფონდიდან სტიპენდიების დაფინანსება შეწყდა. მომდევნო წლებში სტიპენდიები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან). შესაბამისად, ეს გარემოება გავითვალისწინეთ და სტიპენდიების განახლებულ პროგრამას დაერქვა სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა, რაც ადეკვატურია დაფინანსების წყაროდან გამომდინარე”,- აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები