ბიძინა ივანიშვილი: ამნისტიის თემა “ნაციონალების” აგორებულია

ამნისტიის თემა “ნაცების” აგორებულია, მათ მიერ დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა და მხოლოდ 6%-მდე შებრუნდა ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
“ამნისტიის თემა “ნაცების” აგორებულია, მათ მიერ დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა და მხოლოდ 6 %-მდე შებრუნდა ციხეში. ეს არის უნიკალური შემთხვევა. ეს ასაბუთებს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყო უდანაშაულო, თანაც აბულაძეს მგონი, პირდაპირ არ შეხებია ამნისტია. როგორც ვიცი, “უდო” შეეხო. ამნისტიას თავს ესხმიან და ამას ნუ აყვებით ჟურნალისტები. ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში? თვითონ ის ფაქტი, რომ “ნაციონალების დროს” დაკავებულებისგან 6 %-ზე მეტს არ ჩაუდენია დანაშაული და უკან არ შებრუნებულა, განა არ ამტკიცებს ირიბად რომ ბევრი უდანაშაულო იყო, ვისაც ამნისტია შეეხო? – როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება იმის გამო, რომ რაღაც დანაშაული მოხდა, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ხომ არ შეიძლება ამნისტიამ ამხელა აქცია დაუპირისპირო”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილი მოკლული პოლიციელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“ასეთი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება და არ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ამ მხრივ სპეციფიურია, თუმცა ჩვენ ჩვენსას განვიცდით და ვდარდობთ. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვსარგებლობ შემთხვევით და მივუსამძიმრებ პოლიციელის ოჯახს, მეორე პოლიციელს კი ვუსურვებ გადარჩენას და კარგად ყოფნას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები