გიორგი ნაკაშიძე ამ დრომდე დაკავებულია -გაათავისუფლებენ თუ არა მსახიობს?

მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს დღეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ „კურიერთან“ საუბრისას რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა. გვიან ღამით პოლიციელებთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ნაკაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილები.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ზაარბრიუკენის მოედანზე მოხდა. როგორც ცნობილია, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე პოლიციელებთან მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნაკაშიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები