„ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ – პროექტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლს ესტუმრა

„ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ -პროექტის ფარგლებში, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შიდა ქართლს ესტუმრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოისმინა ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროექტების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს შიდა ქართლის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და დასახეს ახლო მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებები. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, შიდა ქართლის გუბერნატორი, ქალაქ გორის მერი და რაიონების გამგებლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები