არჩილ გამზარდია: არ ვიჯერებ ჯიუტად იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება კრიმინალთანაა გარიგებული

“ნაციონალური მოძრაობა” ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გარიგებით განგებ ცდილობს კრიმინალური მდგომარეობის არევას, – ამის შესახებ ექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია ხელოვნურად იქმნება და ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
„ეს დღეები სულ უფრო ხშირად მესმის ვერსია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გარიგებით განგებ ცდილობს კრიმინალური მდგომარეობის არევას, რადგანაც წინა ჯერზე მცდელობა ჩაუვარდათ და ერთხანს მომატებული კრიმინალი მალევე დასტაბილურდა. არანაირი მოცემულობა არ მაქვს, ან დავუჯერო ამ ვერსიას, ან არ დავუჯერო, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლებია საუბარია ყოფილი ხელისუფლების კავშირებზე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან და ამავდროულად დღეს “ნაციონალური მცდელობის” ძალისხმევასთან ქვეყანას განვითარებაში ხელი შეუშალოს, სამწუხაროდ, ზემოთ დასახელებული ვერსია დამაჯერებლობის ეფექტებს ქმნის. მე მაინც არ ვიჯერებ ჯიუტად იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება კრიმინალთანაა გარიგებული კვლავინდებურად და ცდილობს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ წასვლას. თუმცა… ფაქტები აჩვენებს, რომ ჩემი სიჯიუტე სცდება რეალობის საზღვრებს და მე არ ვაფასებ ამ რეალობას სწორად“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები