დავით დონდუა 14-21 აპრილს ჰონდურასს, პანამასა და პერუს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა 14-21 აპრილს ჰონდურასს, პერუსა და პანამას ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, სამინისტრო ააქტიურებს ძალისხმევას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონთან მიმართებით, რაც გამოიხატება როგორც ორმხრივ დონეზე, მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების გამართვით, ასევე, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონულ ორგანიზაციებში საქართველოს ჩართულობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები