ავთანდილ თალაკვაძე – ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარია, 92 000 ლარი დაიხარჯება ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობაზე

“ოზურგეთის, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარს შეადგენს,” – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მერმა ასევე ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ პროექტები რეგიონული ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„ქალაქ ოზურგეთის, ასევე, შემოქმედის, დაბა ნარუჯისა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დავიწყეთ გზის ახალი პროექტების მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 17 413 637 ლარს შეადგენს. საუბარია დაახლოებით 24-კილომეტრიან მონაკვეთზე. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს შემდეგ ობიექტებზე: ანასეულის დასახლებაში უნივერსიტეტისა და მეცნიერების ქუჩების რეაბილიტაცია, თავართქილაძის ქუჩის, შემოქმედელის ქუჩის პირველი შესახვევის, შემოქმედელის ქუჩის მე-2 შესახვევის, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის, ლესელიძის ქუჩის მე-3 შესახვევისა და ჯანაშიას ქუჩის მონაკვეთის სავალი ნაწილისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები, წმინდა გიორგის ქუჩის მე-2 შესახვევის, სოფელ შემოქმედში (ფატარის უბანი) 26-ე და მე-13 ქუჩების შიდა სასოფლო გზებისა და დაბა ნარუჯის მე-5 ქუჩის რეაბილიტაცია. დაბა ურეკში, გოგუაძის ქუჩის მოასფალტება“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მერის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება შემდეგ ობიექტებზე:

სოფელ ძიმითში განხორციელდება 2 628 მეტრი სიგრძის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ნაგომარში შუა ისნარისა და გამგეობის შენობის უკან მდებარე 1 170 მეტრი სიგრძის გზების რეაბილიტაცია; სოფელ ჯუმათში (იანეთი) 1000 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; დაბა ურეკში 473 მეტრი სიგრძის მაგნეტიტის ქუჩის მოასფალტება; ზედა ურეკის 409 მეტრი სიგრძის ქუჩების მოასფალტება; დაბა ურეკში 871 მეტრი სიგრძის წერეთლის ქუჩის მოასფალტება; სოფელ ნატანებში 39-ე და რკინიგზის სადგურთან მე-20 5 223 მეტრი სიგრძის ქუჩების; ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩის მე-3 შესახვევის, სოფელ მელექედურში მე-4 და მე-14 3 936 მეტრი სიგრძის ქუჩების რეაბილიტაცია.

მერმა ასევე ისაუბრა ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის პროექტზე.

„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას ოზურგეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით – მიმდინარეობს ახალი სადარბაზო კარის მონტაჟი შემდეგ მრავალბინიან კორპუსებში: გრიბოედოვის ქ. #21, #23, #25, #27, #29, #31, პეტრიწის ქ. #1, კოსტავას #2, #4-ში. აღნიშნული სამუშაოებისთვის 92 000 ლარი იხარჯება,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები