ავთანდილ თალაკვაძე – დარწმუნებული ვარ, გიორგი ღურჯუმელიძის საქმიანობა გამორჩეულად შედეგიანი იქნება გურიისთვის
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა, დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა გამორჩეულად შედეგიანი იქნება გურიისთვის,” – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მერმა ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს წარმატებები უსურვა.
„გიორგი ღურჯუმელიძესთან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება მაკავშირებს. ის საჯარო სექტორში თანამედროვე გამოცდილების მქონე, განათლებული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია. წარმატებებს ვუსურვებ ახალ პოზიციაზე! დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა გამორჩეულად შედეგიანი იქნება გურიისთვის,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
ავთანდილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა გურიის რეგიონის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ურუშაძეს და აღნიშნა, რომ მასთან თანამშრომლობით ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ოზურგეთისა და გურიისთვის.