საგარეო უწყება ლოზანაში გაფორმებულ ირანის „ექვსეულის“ შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ლოზანაში მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირს, E3+3 ქვეყნებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ქართული მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მხარეებმა მიაღწიეს კონსენსუსს და დიალოგის გზით შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული რთული საკითხების გადაჭრაზე. საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ მიღწეული პარამეტრების საფუძველზე, მხარეები დათქმული ვადისთვის შეიმუშავებენ ქმედით, ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება რეგიონისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ ნაბიჯს და მიესალმება მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების განსაკუთრებულ ძალისხმევას ამ მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები