ქეთა ხარძიანი მამის მკვლელს მიმართავს

მოკლული მამაჩემის შვილობა მირჩევნია ცოცხალი არაკაცი მამის შვილობას! – ასე მიმართავს მოკლული ბესიკ ხარძიანის შვილი, ქეთა ხარძიანი მამის მკვლელს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
“კვირა” ქეთა ხარძიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მამაჩემის მკვლელო! მოკლული მამაჩემის შვილობა მირჩევნია ცოცხალი არაკაცი მამის შვილობას! მით უმეტეს, რომ იმას ვერ მოკლავ, რისთვისაც მამაჩემი მოკალი! იმას ვერ იყიდი, რაც მამაჩემს ჰქონდა აქვს და ექნება! შენ ყველაზე კარგად იცი, რა გაგიჟებდა და გაცოფებდა მასში ისე, რომ ჯერ მისი სახელის გაფუჭება (რაც არ გამოგივიდა და არც გამოგივა არასდროს, რა დონის ტყუილებიც არ უნდა იძახო), მერე კი მისი მოკვლა გადაწყვიტე, მაგრამ სინამდვილეში ანგელოზებთან გაუშვი! იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!“, – წერს ქეთა ხარძიანი.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარი სახლის სადარბაზოში 28 მარტს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები