გიორგი ალიბეგაშვილი მართლმადიდებელ მრევლს ბზობას ულოცავს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.
„დღევანდელი ბზობის დღესასწაული მრავალ საუკუნეს ითვლის და მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, – ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე ერთ-ერთია იმ დღესასწაულებს შორის, რომელსაც ქრისტიანული სამყარო დიდი სიხარულით აღნიშნავს და მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ ვუხალოვდებით ბრწინვალე აღდგომას, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. მინდა მოგილოცოთ ეს დღევანდელი დღე და ბედნიერება, გამრავლება და გამძლეობა გისურვოთ, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. მრავალს დაესწარით!“,- აღნიშნულია გიორგი ალიბეგაშვილის მისალოც წერილში.