ქეთევან ჯოხაძის ორგანიზებით აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატის, ქეთევან ჯოხაძის ორგანიზებით ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“.
თბილისის საკრებულოს პრესაამსახურის ინფორმაციით, აქციაში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა, მუხიანისა და გლდანის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა.
მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მოხალისეებმა უანგაროდ ჩააბარეს სისხლი „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკი“-ს გლდანის ფილიალში.