კათოლიკეები და სომხები აღდგომას ზეიმობენ

საქართველოში კათოლიკური და სომხეთის სამოციქულო ეკლესიები აღდგომას ზეიმობენ. საზეიმო წირვა-ლოცვა თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
“აღდგომა არის ყველაზე დიდი დღესასწაული. აქ არის ყველაზე დიდი გამარჯვება, ვინაიდან დამარცხებულია სიკვდილი. მინდა, ყველას ვუსურვო ყოველი დღე ბედნიერი და მინდა ყველამ გავიმეორეთ ეკლესიასთან ერთად “ქრისტე აღსდგა!” , – განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
წირვას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებისც დაეწრნენ. მათ შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცეს.
“დღეს კათოლიკური სამყარო აღნიშნავენ აღდგომის ამ დღესასწაულს. ჩვენ მოვედით კათოლიკურ ტაძარში. იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს მივულოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული და ვისურვოთ, რომ ყველანი ერთად ვცხოვრობდეთ სიყვარულით კარგ, ბედნიერ ქვეყანაში”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები