“ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისთვისაც 5 აპრილი იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია“
დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღეს ზეიმობს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისთვისაც 5 აპრილი იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილშია აღნიშნული.
“დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღეს ზეიმობს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისთვისაც 5 აპრილი იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია.
აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები ჩვენი თანამემამულეების ამ დიდ სიხარულს, ვუსურვებ მათ მშვიდობასა და წინსვლას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.