პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს ულოცავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტი გულით ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ამ წმინდა დღეს და მათ მშვიდობასა და ბედნიერებას უსურვებს.
“ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ წმინდა დღეს. ამ უდიდეს დღესასწაულს ჩვენ ვუკავშირებთ საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენას. დაე განახლების ამ სულმა კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში”, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები