გოგა ჩანადირი: გავაშენოთ აღდგომის პარკი

ფოტო-ხელოვანი გოგა ჩანადირი ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ თბილისში აღდგომის პარკი გაშენდეს, – ამის შესახებ გოგა ჩანადირი სტატუსს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„დიდი ხანია, ვფიქრობ გამწვანების ამ იდეაზე: ბზობას სახლში ქოთნის და ამასთნავე, ნაკურთხი ბზა მივიტანოთ, გავაჩეროთ მომდევნო ბზობამდე, როდესაც ისევ ქოთნის ახალი ბზა უნდა შევიძინოთ, ძველი კი დავრგოთ ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ წინასწარ გამოყოფილ ადგილზე და დავარქვათ აღდგომის პარკი, აღდგომის ტყე და ასე შემდეგ. ასევე, ახალ წელს შინ ცოცხალი ნაძვი შევიტანოთ და დღესასწაულის ჩავლის შემდეგ დავრგოთ ადგილას, რომელსაც საშობაო თუ შობის ტყე, შობის პარკი და ასე შემდეგ დაერქმევა. წარმოიდგინეთ, რამდენი ხე და ბუჩქი გადარჩება და მოქალაქეთა მონაწილეობით, რა საოცარი ტყეები გაშენდება“ – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები