როგორი ამინდებია მოსალოდნელი – გრძელვადიანი პროგნოზი

 სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 5 და 6 აპრილს თბილისში გამოიდარებს. რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აპრილიდან მცირედით იწვიმებს. მომდევნო დღეებიც ამინდი არამდგრადია. 8-9 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 10 აპრილს კი, უმეტეს რაიონში იწვიმებს. 11 აპრილს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება წვიმა. ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი 12-13 აპრილსაც, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები