დავით შავლიაშვილი: ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი აცხადებს, რომ მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.
“რაც შეეხება დაკრძალვას, ნამდვილად არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, თორემ აუცილებლად, ალბათ, წავიდოდი”, – განაცხადა შავლიაშვილმა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ-ის ანალიზისთვის აღებული ნიმუშების, შავლიაშვილის თქმით, მას თავდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება არ მოუსმენია. “სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება არ მომისმენია. მარნეულში ვიყავით პრეზენტაციაზე”, – განაცხადა შავლიაშვილმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები