დავით მესხიშვილი: მოვუწოდებთ მგზავრებს, არ იმგზავრონ მოსიარულე ნაღმებით

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, ასოციაცია სამარშრუტო ტაქსების ბუნებრივ აირზე გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მისი ინფორმაციით, თბილისისა და თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსები გაზზე გადაიყვანეს და ეს პროცესი გრძელდება. როგორც მესხიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაზის ბალონების დამონტაჟება კუსტარულად, უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით ხდება, რაც, მისივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ან ღრმა ორმოზე გადასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, აფეთქების მიზეზი გახდეს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მგზავრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს დავით ნარმანიას აკისრებს.
„მოვუწოდებთ მგზავრებს, რომ არ იმგზავრონ ასეთი მიკროავტობუსებით, ვინაიდან ეს არის პირდაპირ მოსიარულე ნაღმი, ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ, თუ ვინ აძლევს ტექნიკური დათვალიერების საბუთს ასეთ მიკროავტუბუსებს. მივმართავთ თბილისის მერს, პირადად გაერკვეს სიტუაციაში და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, სანამ არ არის გვიანი“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები