კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე „მთის კანონის“ შესახებ იმსჯელეს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, „მთის კანონის“ შესახებ იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთის კანონის“ განხილვა პარლამენტში იმ კომიტეტებს დაევალათ, რომლებსაც ახლად არჩეული თავმჯდომარეები ჰყავთ. პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. პოლიტსაბჭოს წევრებმა კიდევ გაუსვეს ხაზი „მთის კანონის“ მიღების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრეს 4 კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარეებისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც ერთობლივი განხილვა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები