დავით საგანელიძე ირაკლი ალასანიას პასუხობს: – კომისია არ უნდა შეიქმნას

 „არ მგონია, რომ ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიცია წამოჭრის, პარლამენტმა სასწრაფოდ კომისიები უნდა შექმნას“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე საჰაერო უსართხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი დროებითი კომისიების “გაუთავებელ და უსასრულო კასკადს მიიღებს”. “არა მგონია, რომ ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიცია წამოჭრის, პარლამენტმა სასწრაფოდ კომისიები უნდა შექმნას. ამ შემთხვევაში მივიღებთ კომისიების უსასრულო და გაუთავებელ კასკადს, რაც წარმოუდგენელია. რაც შეეხება უშუალოდ იმ თემას, რაზეც “თავისუფალი დემოკრატები” საუბრობენ, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ არის ის, რომელზეც ახლა კომისია უნდა შეიქმნას. თუ სასაუბრო და სალაპარაკო იყო ეს თემა, კომისია თავის დროზე უნდა შექმნილიყო და არა მაშინ, როცა სხვა პროცესებს უკავშირდება ეს ყველაფერი. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთი კომისია არ უნდა შეიქმნას, ამის მომხრე არ ვარ და, დარწმუნებული ვარ, არ შეიქმნება”, – განაცხადა საგანელიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, “თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნაზე კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა. “ამ თემაზე არ გვისაუბრია. როცა საკითხის ინიცირება მოხდება, პარლამენტი მერე უპასუხებს მას იმ პოზიციით, რა პოზიციაც იქნება ფრაქციებზე შეთანხმებული”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ. შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმების თაობაზე პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება. 3 აპრილს, 20:00 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კინოკლუბში ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ქაცარავას რომანტიკული მელოდრამის ჩვენება გაიმართა. ჩვენებას მოსწავლეები, სტუდენტები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ. ფილმის ნახვის შემდეგ ისინი შეხვდნენ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს – რეჟისორს, მთავარ გმირებს -გიორგი მახარაძესა და ნათია კვაშალს, ოპერატორ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილს და მათ კითხვები დაუსვეს. რეჟისორთან ერთად განიხილეს ესა თუ ის სიუჟეტი. შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ საკუთარი აზრი გამოხატეს ფილმის შესახებ. შეხვედრა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალ “კვირას” მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ორგანიზატორი, ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები