დაუბეგრავი მინიმუმის მიღება მომავალი კვირიდან დაიწყება

დაუბეგრავი მინიმუმის მიღებას დასაქმებულები უკვე 4 დღეა ელიან, მაგრამ ჯერ არავის მიუღია. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩარიცხვა მომავალი კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.
„დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრაცია 1-ლი აპრილიდან დაიწყო. ადამიანები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დეკლარაციის შევსებას შუაღამიდანვე შეუდგნენ. გათენებისას რეგისტრაცია რამდენიმე ათას ადამიანს უკვე გავლილი ჰქონდა. 3 აპრილს, საღამოს კი დაუბეგრავი მინუმუმის მისაღებად რეგისტრაცია 260 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. არსებული რეალობა ადასტურებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. რეგისტრაციის ვადა სექტემბრამდეა. ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ღამეები არ გაეთენებინათ, შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრის რიგებში არ დამდგარიყვნენ, თუმცა უკიდურესი გაჭირვების გამო, ისინი არაფერს მოერიდნენ,“ – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები