პარლამენტი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს დისკუსიას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს საპასუხო წერილი გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მზად არის შეხვდეს ფედერაციის წარმომადგენლებს და მათთვის აქტუალურ პრობლემებზე ისმჯელონ.
სპორტულმა ფედერაციებმა (საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოთქმულია შეშფოთება ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესების თაობაზე და გამოთქმულია სურვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, და სპორტული ფედერაციების წარმომადგენელთა 4 აპრილს დანიშნული ერთობლივი შეხვედრის თაობაზე. “საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ყურადღებით გაეცნო თქვენ მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებას, სადაც გამოთქმულია შეშფოთება, ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესების თაობაზე და გამოთქმულია სურვილი, სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრის თაობაზე. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი საპარლამენტო კომიტეტი მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და პარლამენტის რეგლამენტის ფარგლებში. შესაბამისად გადაწყვეტილებას ღებულობს დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ასე წარიმართა 2015 წლის 25 მარტს გამართული საკომიტეტო მოსმენაც, სადაც კომიტეტის წევრებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ, ეს პროცესი არ გულისხმობდა სპორტული ფედერაციების მონაწილეობას. თუმცა ჩვენი კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, მოგიწვიოთ საქართველოს პარლამენტში და სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ საკომიტეტო სხდომის შესახებ, ასევე განვიხილოთ ჩვენი სპორტის აქტუალური საკითხები”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები