25 წლის წინ გაუპატიურებული ქალბატონი მოძალადე მამაკაცის დასჯას ითხოვს
25 წლის წინ გაუპატიურებული ქალბატონი თავის დაწვით იმუქრება. დაზარალებულის თქმით, 15 წლის იყო, როცა უცნობი მამაკაცი სამ პიროვნებასთან ერთად მას თავს დაესხა, გაიტაცეს და გააუპატიურეს.
ქალბატონი პროკურატურას მოძალადე მამაკაცის დასჯას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან თავს დაიწვავს.
“15 წლის ვიყავი, მე-8 კლასში, თავს დამესხა ვინმე გოჩა ცნობილაძე 3 პირთან ერთად შემაგდეს მანქანაში გამიტაცეს და გამაუპატიურეს. 25 წელია, იმის შემდეგ ვეძებ სამართალს და დღემდე საქმე გამოძიებული არ არის. ყველა შევაწუხე, ყველას ვთხოვ დახმარებას, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებული. 10 დღეში თუ დამნაშავეს არ დასჯიან, პარლამენტთან თავს დავიწვავ”, – აცხადებს ირინა ჯიმშელეიშვილი.
ირინა ჯიმშელეიშვილმა დღეს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.