რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისთვის 3 500 000 ლარი გაანაწილა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით 2015 წლისთვის განსაზღვრული თანხა – 3 500 000 ლარი გაანაწილა. ეს თანხა საქართველოში არსებულ 4 რელიგიურ გაერთიანებაზე გადანაწილდა: საქართველოს ისლამური თემი – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი – 600 000 (ექვსასი ათსი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი და საქართველოს იუდეური თემი – 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობის #117-ე (27.01.2014) დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით (N2934. 12/12/2014) საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით 2015 წლისთვის განსაზღვრული თანხა აღნიშნული სახით გაანაწილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები