ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს. “ებრაელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს ებრაელ ძმებს გულითადად ვულოცავ პასექის უდიდეს დღესასწაულს. ეს დღესასწაული ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან გამოხსნას უკავშირდება. ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ზეიმი, დღესასწაული, რომელიც მთელ კაცობრიობას აჩვენებს თავისუფლების სიყვარულის ძალას. ჩვენ ებრაელებთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენი თანაცხოვრების ისტორია არის ორი ხალხის ძმობის უნიკალური მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის. ვუსურვებ ებრაელ ხალხს მშვიდობას, ბედნიერ მომავალს, დიდ წარმატებებს“-აღნიშნულია პრემიერის მისალოც ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები