პრეზიდენტი ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს.
“ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს. ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან თავის დაღწევის, ფიზიკური და სულიერი ხსნის ეს წმინდა დღე სიმბოლურია სხვა ერებისთვისაც, ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს. მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები