ჯონდი ბაღათურია: ნატოს „ანტისარაკეტო სისტემის” განთავსება საქართველოს სამიზნედ გადაქცევაა

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება. როგორც ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ნატოს ანტისარაკეტო სისტემების განთავსების მიზანი საქართველოს დაცვა კი არ არის, პირიქით, მისი სამიზნედ, “მეხამრიდად” გადაქცევაა.
„ირაკლი ალასანიას და იმათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონ… ანუ რა სარგებლობა მოაქვს დაღეჭილ ჰალსტუხებს?!!! ნატოს “ანტისარაკეტო სისტემის” განთავსება საქართველოს თავდაცვას არ ნიშნავს, პირიქით, ამ შემთხვევაში საქართველო N1, გარდაუვალი თავდასხმის და განადგურების ობიექტი ხდება… და რატომ? ნატოს აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც რუსეთს არ უნდა მისცენ “საპასუხო დარტყმის” გახორციელების საშუალება, ტერმინი “საპასუხო დარტყმა” ბირთული სახელმწიფოებისთვის ნიშნავს, ქვეყანას თავს რომ დაესხმებიან და ეს ქვეყანა საპასუხო დარტყმას რომ განახორციელებს იმას … ანუ “საპასუხო დარტყმა” ნიშნავს თავდაცვას ბირთვული თავდასხმისგან… და “საპასუხო დარტყმის” განხორციელების საშუალების წართმევა ნიშნავს რუსეთისთვის თავდაცვის საშუალების წართმევას…
ამ პროგრამის გახორციელების ერთადერთი გზა არის რუსეთის საზღვრების გასწვრივ, ანუ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში ნატოს “ანტისარაკეტო სისტემების” განთავსება, რაც ნატოს საშუალებას მისცემს, რუსეთისგან ვაშინგტონის, ნიუ-ორკის, ლონდონის და სხვა ქალაქებისკენ საპასუხოდ გამოსროლილი რაკეტების დიდი ნაწილი, ვიმეორებ, მხოლოდ ნაწილი გაანადგუროს… აქედან დასკვნა – “ანტისარაკეტო” სისტემების განთავსების მიზანი საქართველოს დაცვა კი არ არის, პირიქით ,მისი სამიზნედ, “მეხამრიდად” გადაქცევაა, რითაც ნაკლები ზიანი უნდა მიადგეს ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, ლონდონს და ა.შ … სწორედ ამიტომ რუსეთისთვის N1 სამიზნე ხდება ის ქვეყნები, სადაც მოხდება ამ სისტემების განთავსება… და შეგახსენებთ, ეს სისტემები სრულიად უძლურია რუსული ტანკების და სხვა სამხედრო ტექნიკის წინაშე და ვერც ყველა რაკეტას ვერ ანადგურებს… და თუ ამას მაინც ვერ გაიგებენ ჩვენი „მედასავლეთეები”, მაშინ ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ 2008 წლის აგვისტო და ისიც ვნახეთ, რომ ჯარი და ხალხი შეასკდა და სარდლობა, ვინ წითელ ხიდზე გარბოდა და ვინ რომელი ბუჩქის ქვეშ იყო შემძვრალი, ვერ გაიგებდი… აი რა სასარგებლო დასკვნები უნდა მოჰქონდეს წესით დაღეჭილ ჰალსტუხებს… ახლა მე გეკითხებით, გვინდა ჩვენ ასეთი შარი“? – წერს ჯონდი ბაღათურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები