შსს-მ სასწრაფო დახმარების მძღოლის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შსს-მ სასწრაფო დახმარების მძღოლის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე ერთი პირია დაკავებული. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას, ხოლო 173-ე მუხლი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ლეჩკომბინატთან” სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძახებაზე მისულ ექიმებს ნასვამი პირები დახვდნენ, რომლებმაც სასწრაფოს ბრიგადას პაციენტისთვის პირველადი დახმარების გაწევის საშუალება არ მისცეს.
პაციენტს, ვის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს ფეხის არეში ტრავმა ჰქონდა მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები