საქართველოს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ ფარგლებში სნუპ დოგი და ლიზა სტენსფილდი ესტუმრებიან

ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი და ინგლისელი მომღერალი ლიზა სტენსფილდი საქართველოს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ ფარგლებში ესტუმრებიან. მიმდინარე წლის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ოთხი გამორჩეული საღამო ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება. 25 ივლისს ლიზა სტენსფილდი იმღერებს, 26 ივლისს კი სნუპ დოგი. ორივე კონცერტი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და საათნახევარიან საღამოზე ძველ ჰიტებთან ერთად ახალი კომპოზიციების პრეზენტაციაც შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები