იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე ქალი დააკავეს
იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს იპოთეკით დაზარებულებისა და ე.წ. ატსუპნიკების აქციაზე ერთი ქალი დააკავეს. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან და აქციის სხვა მონაწილეებმა იუსტიციის სახლის შენობას კვერცხები ესროლეს.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადებს აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ შესასვლელი ჩაკეტეს. სამართალდამცველები შეეცადნენ, რომ ისინი ტერიტორიიდან გაეყვანათ და შესასვლელი გაეხსნათ, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.