ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა
ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა 9-თვიანი ვადა, რომელიც პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას 5 აპრილს ეწურებოდა. პროცესს თავად ბაჩო ახალაია არ ესწრებოდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაცვის მხარემ სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 29 აპრილამდე გადადო. თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად, ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მის ყოფილ მოადგილეს – ნიკა ძიმცეიშვილს და მეგის ქარდავას.
წყარო: “რუსთავი 2“