რუსეთის მოქალაქეს აკრძალული მედიკამენტი შემოჰქონდა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრების მხრიდან მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო -გამშვები პუნქტის, “ყაზბეგის” ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქე რ. ა.-ს, 112 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA (300მგ) შემოჰქონდა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აკრძალული მედიკამენტი მგზავრის ფიზიკური დათვალიერებისას, მის სხეულზე დამალული აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.