საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება. აღნიშნული პროცესი ე.წ. ჯაშუშების საქმესთან დაკავშირებით არის ჩანიშნული. საქმის არსებით განხილვაზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ. პროცესს ბაჩო ახალია დაესწრება. გამოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას წამებას და თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავება. ახალაიას ამ საკითხზე ბრალი თებერვალში დაუმძიმდა. მასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და მეგის ქარდავას.