დაიკითხებიან თუ არა ნაცვლიშვილი და ჯანყარაშვილი ხარძიანის მკვლელობის საქმეზე – რას აცხადებს პროკურორის მოადგილე

ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე 100-მდე პირია დაკითხული, –  ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ „მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე დაიკითხებიან თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი, რომელთა მიმართაც ოჯახის ახლობლების მხრიდან ბრალდებები გამოითქვა, პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველა ის პირი დაიკითხება, რომელსაც შეიძლება საქმეზე ინფორმაცია ჰქონდეს.
„ყველა ადამიანი, რომელსაც ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია, დაიკითხება. ასეთი დაკითხულია დაახლოებით 100-მდე მოქალაქე. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურა ამ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ფლობს საკმაოდ დიდ ინფორმაციას. ჩვენ ვიცით სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები, შესაბამისი მტკიცებულებები და ამ მიმართულებით 24 საათიან რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიეობო მოქმედებები“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები