ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, გიორგი ტუღუში დაჰკითხონ

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში გარდაცვლილის მეგობარი ჯონი გიგანი დაჰკითხეს. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ჯონი გიგანი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა. როგორც გიგანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან ხარძიანის მკვლელობა და წლების წინ პირადად მასზე მომხდარი თავდასხმა ერთმანეთს დაუკავშირა.
„გამოძიებას ვუთხარი ყველაფერი, რაც კი ბესიკ ხარძიანის შესახებ ვიცოდი“, – აღნიშნა დაკითხვის შემდეგ ბიზნესმენმა ჯონი გიგანმა.
ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დაიკითხა ლალი მოროშკინაც. მან გამომძიებლებს მოკლული ბიზნესმენის პატიმრობაში ყოფნის პერიოდსა და გია უდესიანთან ბესიკ ხარძიანის ურთიერთობაზე მისცა ჩვენება.
„კარგი იქნებოდა, რომ დღეს სამხილი გვქონოდა, სადაც ბესო ხარძიანი საკნიდან ძალით გაჰყავთ და უდესიანის სახელით ემუქრებოდნენ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ეს კადრები ხელთ არ გვაქვს. შეკითხვები გამოძიებას უკვე გიორგი ტუღუშთან ექნება, ასევე კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ გვქონოდა ის კადრები, სადაც ღამის 2 საათზე შემოდის ნოტარიუსი და ბესო ხარძიანის უძრავ ქონებას გაურკვეველ გვარებზე აფორმებს“, – აღნიშნა ლალი მოროშკინამ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები