პროკურორის მოადგილე: ე.წ. კაბელების საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულებებია

ე.წ. კაბელების საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულებებია – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ე.წ. კაბელების საქმის კომენტირებისას განუცხადა.
“დაცვის მხარეს სათქმელი სხვა არაფერი დარჩა. გარწმუნებთ, საკმარისზე მეტია ყველაფერი იმისთვის, რათა ჩვენ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ”, – აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს დაიწყო და 15 აპრილს განახლდება. სხდომის გადადების მიზეზი, როგორც მხარეებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ტექნიკური ხასიათის პრობლემები იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები