თეიმურაზ მურღულია სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს არამის გრიგორიანს შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა, ბიომრავალფეროვნების სფეროში რეგიონული პროექტების განხორციელების პერსპექტივები, ამ პროექტებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის როლი და ტრანსსასაზღვრო პრობლემატიკის გადაჭრის გზები.
ქართულმა მხარემ ინტერესი გამოხატა გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის (CITES) განხორციელების გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იწყება ხიზილალის წარმოება, რაც სომხეთში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
ორივე მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორივე ქვეყნის ორჰუსის ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ამ მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები