ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა. მოსამართლე დავით ჯუღელმა დამსწრეებს დარბაზის დატოვება სთხოვა სხდომის იმ ნაწილში, რომელზეც საიდუმლო მასალების შესახებ იქნება საუბარი.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებების ნუსხა უნდა წარადგინონ, რომელშიც, როგორც ცნობილია, არსებობს საიდუმლო მოწმეთა ჩვენებები. მას შემდეგ, რაც ნუსხას წარადგენენ და დასაშვებობაზე იმსჯელებენ, პროცესი, მოსამართლის განცხადებით, კვლავ გაიხსნება.
სასამართლო სხდომის დახურვამდე ე. წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულმა ხუთივე პირმა წარდგენილ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სხდომის დახურვის შემდეგ სასამართლოში რჩებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები