ზვიად კვაჭანტირაძე გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს – “გამიკვირდა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით შეწუხებულია. როგორც სოციალურ ქსელში კვაჭანტირაძე წერს, მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს პარლამენტში პრეზიდენტს ვერ მოუსმინა. ამასთან, კვაჭანტირაძე მარგველაშვილს აკრიტიკებს. როგორც უმრავლესობის დეპუტატი წერს, პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსასურდიას იუბილესთან დაკავშირებით გარდაცვლილი ექსპრეზიდენტი უნდა გაეხსენებინა.
“ყველას დიდი მადლობა. არა, მე დიდხანს ჩაწოლა არ ვიცი. მაქსიმუმ 3 დღე. მე ახლა უფრო ის მადარდებს ამ ჩვენმა პრეზიდენტმა ერთი სიტყვით მაინც როგორ არ გაიხსენა დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ, ან თუნდაც პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე რომ იყო, როგორ დაავიწყდა… ერთი წუთი უნდოდა ამ ამბების ხსენებას…არც რეგლამენტის პრობლემას შეუქმნიდა ვინმე და ბოლოსდაბოლოს, რაღაცეებზე საუბარი სულაც არ იყო აუცილებელი მისგან….მოკლედ….გამიკვირდა”, – წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

11021136_1082488458433810_5964085597174906550_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები