„ეს პიროვნებები „საბოტაჟნიკები“ არიან, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს საფრთხეს შეუქმნიან“
სასჯელაღსრულების სამინისტროში წინა ხელისუფლების მიერ ჩანერგილი ე.წ. საბოტაჟნიკები მაღალ თანამდებობებს დღესაც იკავებენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურა ქადაგიძემ დღეს „პირველ პრესკლუბში“ კონკრეტული გვარები დაასახელა და მათი ფოტოები წარმოადგინა.
„ჩვენი ორგანიზაცია განაგრძობს სხვადასხვა სტრუქტურაში ჩანერგილი პოტენციური „საბოტაჟნიკების“ მონიტორინგს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური კადრები იყვნენ. სამწუხაროდ, ეს კადრები დღესაც შემორჩნენ სახელისუფლებო სტრუქტურებში. წარმოგიდგენთ ერთ ასეთ ადამიანს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციონერების სააგენტოს უფროსს გიორგი არსოშვილს. ეს პიროვნება 2011-2012 წლებში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო. ანუ იმ საშინელი პერიოდის დროს, როდესაც სამინისტროში ხდებოდა გაუპატიურებები, ეს ადამიანი მოადგილე იყო. ეს პირდაპირ ზურა ადეიშვილის კადრია. მასზე არანაკლებ საინტერესეოა მეორე პიროვნება, მისი მოდგილე თეიმურაზ მაღრაძე. მაღრაძე არის კალმახელიძის კადრი. მაღრაძეს, პიროვნებას, რომელსაც თავისი სამუშაო გამოცდილების დამალვის უფლება არ აქვს, უწერია, რომ 2010 წელს ფიანანსთა სამინისტროში შემოსავლების სამასახურში მუშაობდა. 2010 წლის შემდეგ მას არ უწერია ავტობიოგრაფიაში, თუ სად მოღვაწეობდა. შემთხვევით ხელში ჩაგვივარდა მისი ქონებრივი დეკლარაცია, სადაც წერია, რომ 2011 წელს სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი იყო. ანუ მოადგილის, შემდეგ ეს ადამიანი ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას იკავებდა. ეს მაღრაძე მალავს მის ბიოგრაფიულ მონაკვეთს. არსოშვილის და მაღრაძის პერიოდში მასშტაბური გაუპატიურებები ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ესენი არიან პოტენციური საბოტაჟნიკები. ადამიანი, რომელიც საკუთარ ბიოგრაფიას მალავს, დარწმუნებული ვარ კონკრეტულ სიტუაციაში არ დაემორჩილება მინისტრის ბრძანებას და ხელს შეუწყობს ისეთი ოდიუზური ძალის დემონსტრირებას, როგორებიც არიან ზურა ადეიშვილი და კალმახელიძე. კონკრეტული პიროვნებები პირდაპირ ადებენ გიორგი არსოშვილს ხელს, რომ 2012 წელს კაბინეტებში შედიოდა და პირდაპირ მიუთითებდა, რომ არჩევნებზე ვინც 41-ს შემოხაზავდა, თითებს დაამტვრევდა“, – განაცხადა ქადაგიძემ.
მან სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს კახა კახიშვილსაც მიმართა და ამ პიროვნებებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„მივმართავ ბატონ კახიშვილს – ბატონო კახი, ამ ადამიანებმა მინიმუმ პასუხი არ უნდა გასცენ საზოგადოებას, თუ რა ხდებოდა სამინისტროში მათი მოღვაწეობის პერიოდში? მე მას ვუსვამ კითხვას, ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნების კადრები არიან და შეუქმნიან თუ არა ისინი ხვალ და ზეგ საფრთხეს სამინისტროს მუშაობას? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ნამდვილად შეუქმნიან“, -აღნიშნა ქადაგიძემ.
აღნიშნულ ბრალდებებზე სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე ქადაგიძის მიერ დასახელებული პიროვნებების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: “პირWელი”