ზუგდიდის სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდში სამი საჯარო სკოლა დააზიანა. უამინდობის გამო ზუგდიდის პირველ, მესამე და სოფელ რუხის საჯარო სკოლების სახურავი დაზიანდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა. ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გონერ პაპავას ინფორმაციით, პირველ საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ატარებენ. მისივე ცნობით, მესამე და სოფელ რუხის სკოლების აღდგენას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.
“პირველი სკოლის სახურავის დაზიანებულ ნაწილს ის სამშენებლო კომპანია აღადგენს, რომელმაც გადახურვითი სამუშაოები შეასრულა. სამუშაო ჯგუფს, როგორც ამ სამშენებლო კომპანიიდან, ასევე განათლების სამინისტროდან უახლოეს საათებში ველოდებით”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გონელ პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები